Monday, April 18, 2022


 ბლოგი  შეიქმნა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა" საფუძველზე
 პროექტის მიზანია: მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და საჭიროება, შეძლოს კულტურული მემკვიდრეობის კლასიფიცირება: მოძრავი ძეგლები, არამატერიალური ძეგლები და უძრავი ძეგლები, ასევე იზრუნოს მათ დაცვაზე.  შეძლოს საქართველოს რეგიონების მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის დაჯგუფება და მათ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრა. მოსწავლემ შეძლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  ტიპოლოგია:

·         არქეოლოგიის

·          არქიტექტურის

·         სახვითი ხელოვნების ძეგლები,

·         წერილობითი ძეგლები და სხვ.

       პროექტი მიზნად ისახავს ასევე მოსწავლეს განუვითაროს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, რაც გულისხმობს მოსწვალემ აღიაროს და პატივი სცეს ქვეყნის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს; ხელი შეუწყოს კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას; კრიტიკულად განიხილოს ის ფაქტორები, რომლებმაც გავლენა იქონია მისი ინტერკულტურული უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე; არგუმენტირებულად მსჯელობს, რომ ინტერკულტურული დიალოგი გამოყენებულ უნდა იქნეს ჩვენი განსხვავებული იდენტობისა და კულტურული კუთვნილების გაცნობიერებისა და აღიარების მიზნით; გახდეს თავდაჯერებული  ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავების საქმეში, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერვე დაშვებულ შეცდომებზე; გამოავლინოს აქტიური მოქალაქისათვის საჭირო მოვალეობები. წარმატებით გაუმკლავდეს ინტერკულტურული ურთიერთობისას წარმოქმნილ გაუგებრობებს.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანა არის   ვირტუალური მუზეუმის შექმნა , სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარებათ კავშირი დაამყარონ ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან და მკვიდრ წარმოდგენებთან და ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან.